ბათუმში კურიერს ავტობუსი დაეჯახა – მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც კლინიკაშია გადაყვანილი.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.