მამუკა მდინარაძე – „ქართული ოცნების“ ახალ ბანერებზე ოპოზიციის შეფასებებზე: ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, ვიღაც როგორ მართავს გარედან, როგორც ბოროტ კლოუნებს

„ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, როგორ მართავს ვიღაც გარედან, როგორც ბოროტ კლოუნებს. ვიღაცას, საერთო ერთ ხელს, როგორ ჰყავს საბმელით მობმული, როგორც ბოროტი კლოუნები და თავის ჭკუაზე ატარებს, ეს არის იმ ბანერებზე ასახული“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ახალ ბანერებთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციების შესახებ განაცხადა.

„ბოლო 4 დღის განმავლობაში [ისმის] -მოიშორე ქ/ოცნება, მოიშორე ბიძინა, ზიზღის ენით, შეურაცხმყოფელი, პოლარიზაციის გამაღვივებელი და თუკი რაიმე ნეგატიური ფრაზა შეიძლება ახსენო, ყველას შემცველი ბანერები გამოჩნდა ნაცმოძრაობის მიერ გაკრული ქალაქის ქუჩებში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხედავთ როგორ მშვიდად მიდის კამპანია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჩვენს აქტივისტს, როგორც ახლა კარგად მივდივართ, ნუ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე კონფლიქტში შევიდნენ, მაგრამ ვისთან უნდა შევიდნენ კონფლიქტში, საერთოდ ველზე არ არიან. სოფლებში, ქალაქებში ადამიანები არ დადიან. პირველი არჩევნებია, როცა ე.წ. ველზე ოპოზიცია საერთოდ არ ჩანს. იმდენად არიან გარე აქტორებზე დამოკიდებული და ელოდებიან როდის ვინ რა განცხადებას გააკეთებს, როდის ვინ რა რეზოლუციას მიიღებს, საარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად ტელევიზიების გარდა არ აწარმოებენ, ხალხთან ვერ მიდიან. არცერთ პარტიას არ აქვს იმის ძალა, რომ სადმე დელეგატი დაასახელოს. ანუ ელოდებიან რაღაცას გარედან, ან შიგნით პროვოკაციას, რომელმაც მათი აზრით შეიძლება თეორიულად გადატეხოს სიტუაცია. ეს მათი დუმილი საარჩევნო ველზე ამის მოლოდინის გამშიფვრელია. შესაბამისად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მხოლოდ ბანერებით და ტელეკამერებით გვესაუბრებიან, იქ უკვე ზიზღის ენით საუბრობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები