“მოახლოვდა არჩევნების დღე და ასეთი რეზოლუციები სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა” – გორდულაძე

“მოახლოვდა არჩევნების დღე და ასეთი რეზოლუციები სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის უხეში დარღვევა ყველა იმ პრინციპის, რომელზეც დგას მთელი მსოფლიო.

“ეს არის უხეში დარღვევა ყველა იმ პრინციპის, რომელზეც დგას მთელი მსოფლიო. როდესაც საუბრობენ, რომ რუსეთი ერევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ( უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება) ამ დროს მავანი ზუსტად რუსეთის მსგავსად ერევიან ჩვენს საქმეებში და ცდილობენ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიები გადაარჩინონ პოლიტიკურ სამარეში ჩასვლას.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი უსაფუძვლო განცხადებები და უსამართლობა ქართველი ხალხის წინაშე არავის გასვლია. ასეთი განცხადებები უფრო გვაერთიანებს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ გავერთიანდეთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია დღეს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები