“ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოსგან ითხოვს, დასანქცირდეს ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი და  გათავისუფლდეს მკვლელი და ომის გარანტი” – მდინარაძე

“ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს  და ევროპარლამენტარების რეზოლუციას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

“ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოსგან ითხოვს:

1. დასანქცირდეს ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი!

2. გათავისუფლდეს მკვლელი და ომის გარანტი!

3. გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი!

4. დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა სკოლებსა და მედიასაშუალებებში!

5. დავუწესოთ სანქციები რუსეთს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას ჩამოაქცევს!

მგონი, ყველაფერი გასაგებია! ასე მაგრად და პუნქტობრივად ჩვენი სლოგანის საჭიროება არავის დაუმტკიცებია!

ჩვენი პასუხი ასეთია: მხოლოდ  მშვიდობით,  ღირსებით,  კეთილდღეობით, ევროპისკენ!”, – წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები