სალომე ზურაბიშვილი დღეს გიორგი გახარიას გუნდს უმასპინძლებს

ოპოზიციურ პარტიებთან საქართველოს პრეზიდენტის კონსულტაციები გრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, დღეს გიორგი გახარიას გუნდს უმასპინძლებს.

გუშინ ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობისა” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს შეხვდა – დისკუსია უშედეგოდ დასრულდა. ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეა საპარლამენტო ოპოზიციისთვისაც მიუღებელია.

ამას გარდა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას პრემიერ-მინისტრობისთვის კანდიდატურა შერჩეული ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები