ვოლსკი – ევროპარლამენტარების რეზოლუციაზე: სამწუხაროა, რომ სააკაშვილი არის წარმოჩენილი, როგორც დემოკრატიის შუქურა

“სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის წარმოჩენილი, როგორც დემოკრატიის შუქურა – ადამიანი, რომელმაც სადიზმით დანერგა მართვა ამ ქვეყანაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ევროპელი დეპუტატების მიერ შემუშავებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილი კი, რომელსაც არასდროს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ ნაბიჯი არ გადაუდგამს, თურმე, დასანქცირებას მოითხოვს, იმიტომ რომ ეს მდგომარეობა, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, საქართველოსთვის არ არის მიზეზი იმისა, რომ საომარ მოქმედებებში ჩაერთოს”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები