ჰერმან საბო: პრეზიდენტის ქარტია თავიდანვე მკვდრადშობილი დოკუმენტი მგონია

“გირჩის” დეპუტატი ჰერმან საბო პრეზიდენტის ე.წ. ქარტიას აფასებს.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის ქარტია “მკვდრადშობილი დოკუმენტია”.

“პრეზიდენტის ქარტია თავიდანვე მკვდრადშობილი დოკუმენტი მგონია. შეგრძნება მაქვს, რომ ის ხალხი, ვინც ხელს აწერს ამ დოკუმენტზე, თვითონ ბოლომდე არ ეთანხმება მას,” – აცხადებს ჰერმან საბო.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსულტაციები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, დღეს გიორგი გახარიას გუნდს შეხვდება. გუშინ პრეზიდენტმა შეხვედრა”ნაციონალური მოძრაობისა” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებთან გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები