ლევან მაჭავარიანი – „გორბის“ კვლევაზე: დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი შედეგი უფრო მაღალი იქნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი “გორბის” კვლევას აფასებს,

დეპუტატი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, მმართველი პარტია არჩევნებზე, კვლევაში დაფიქსირებულზე მაღალ შედეგს მიიღებს.

„არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ჩვენი რეიტინგი არის 60%-ის ფარგლებში და ეს რეიტინგი კიდევ უფრო მზარდია, რაც ვუახლოვდებით 26 ოქტომბერს. დარწმუნებულები ვართ, რომ უფრო მაღალი იქნება ჩვენი შედეგი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც ჩვენი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ხედავს. ჩვენ ვართ მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობის გარანტი ამ ქვეყანაში“, – მიიჩნევს მაჭავარიანი.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები