კუბამ BRICS-ში წევრობაზე განაცხადი შეიტანა

კუბის მთავრობამ ორგანიზაცია BRICS-ში წევრობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანა,- ინფორმაციას კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი X-ზე ავრცელებს.

„კუბამ ოფიციალურად გააგზავნა თხოვნა BRICS-ში პარტნიორი ქვეყნის სახით გაწევრიანებს შესახებ“, – აცხადებს კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ორმხრივი ურთიერთობების საკითხში, კარლოს პერეირა.

შეგახსენებთ, BRICS არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც 2006 წელს დაარსდა და მოიცავს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ეგვიპტეს, ეთიოპიას, ირანს და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს (UAE).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები