დღეს პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს დღესაც გამართავს.
შეხვედრისას ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და ზურაბიშვილის მიერ შერჩეულ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეშია დაგეგმილი. 15:00 საათზე პრეზიდენტი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შეხვდება. დღესვე აუდიენციაა დაგეგმილი “ძლიერი საქართველოს” ლიდერებთან.
სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.