სლავიანსკზე რუსების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები

რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა.

დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვადიმ ფილაშკინის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

„დაჭრილებს შორის არის 2 წლის გოგონა, რომელმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა ფილაშკინმა.

მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ექვსი ​​მაღალსართულიანი კორპუსი, საწარმო, ადმინისტრაციული შენობა და ორი მანქანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები