ევროპარლამენტარი დანილო დელა ველე: მომავალ კვირას გვექნება რეზოლუცია საქართველოზე; ყველამ იცის, რომ ამ საკითხზე იქნება დისკუსიები; ჩემი პოზიცია ის არის, რომ არავინ არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში

“მომავალ კვირას ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოზე და იქნება რეზოლუცია საქართველოზე, უნდა დაველოდოთ ამ რეზოლუციის საბოლოო სამუშაო ვერსიას და საბოლოო რეზოლუციას, ამის შემდეგ დავინახავთ ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, დანილო დელა ველემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„ევროპარლამენტის მხრიდან შესაძლო განცხადებების გათვალისწინებით, საქართველოში მოახლოებულ არჩევნებამდე, თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება, ჰქონდეს ამ განცხადებებს საზოგადოების მიერ საარჩევნო პროცესის აღქმებზე? როგორ შეუძლიათ ევროპულ ინსტიტუტებს რომ კონსტრუქციულად შეიტანონ წვლილი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაში ისე, რომ გავლენა არ მოახდინონ შედეგებზე, გაითვალისწინონ რა საქართველოს მიერ გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი და მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა რეგიონში?“

პასუხად ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირაში იქნება მსჯელობა საქართველოზე:

„მომავალ კვირას ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოზე და იქნება რეზოლუცია საქართველოზე, უნდა დაველოდოთ ამ რეზოლუციის საბოლოო სამუშაო ვერსიას და საბოლოო რეზოლუციას, რადგან ჩვენ ამაზე უნდა გვქონდეს დისკუსიები. ამის შემდეგ დავინახავთ ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ევროპაში დემოკრატიის იდეა და შეგვიძლია, წავახალისოთ სხვა ქვეყნები, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენი რჩევები გაითვალისწინონ. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ყველა ქვეყანასა და ერს ჰქონდეს თავისი დამოუკიდებლობა და არჩევანის თავისუფლება, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას. მომავალ კვირას გვექნება საბოლოო რეზოლუცია. ყველამ იცის რომ ამ საკითხზე იქნება დისკუსიები. ჩემი პოზიცია ის არის, რომ არავინ არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები