ვოლსკი – სააკაშვილზე: გაყალბებული სამედიცინო დასკვნა მეტყველებს, რომ თვითონ თემა, რომ სააკაშვილი იტანჯება, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო დონეზე რაღაცას წარმოადგენს,  ყველაფერი ფიქციაა

“არაფერი ხდება ისეთი, რაც ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, უბრალოდ ექიმი მეცოდება, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს და გარკვეულ ფალსიფიცირებულ დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფორმა 100-ის არაკანონიერი გზით გაცემის საკითხს ეხება.

„ფორმა 100 – გაყალბებული სამედიცინო დასკვნა მეტყველებს იმაზე, რომ თვითონ თემა, რომ სააკაშვილი იტანჯება, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო დონეზე რაღაცას წარმოადგენს, ეს ყველაფერი ფიქციაა. არაფერი ხდება, ისეთი რაც ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, უბრალოდ ექიმი მეცოდება, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს და გარკვეულ ფალსიფიცირებულ დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, თანაც არასამუშაო დღეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა მამუკა გოგიბერიძემ, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტეფექტში“ მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და კლინიკურად არ შეუფასებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები