ევროპარლამენტარი დანილო დელა ველე: იმედი გვაქვს, თქვენ წაახალისებთ ყველა აქტორს, რომ იმუშაონ მშვიდობისთვის. იქნებ საქართველოს თავადაც ჰქონდეს როლი ამ პროცესში, რადგან კარგად იცის რას ნიშნავს ომი რუსეთთან

“იმედი გვაქვს, თქვენ წაახალისებთ ყველა აქტორს, რომ იმუშაონ მშვიდობისთვის. იქნებ საქართველოს თავადაც ჰქონდეს როლი ამ პროცესში, რადგან კარგად იცის რას ნიშნავს ომი რუსეთთან”, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას ევროპარლამენტარმა, დანილო დელა ველემ, უკრაინის კონფლიქტის გამო აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ევროკავშირის მიდგომის შეცვლაზე საუბრისას განაცხადა.

„ამჟამად, ევროპაში დიდი პრობლემა გვაქვს, რადგან ომია. ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პერიოდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს კარგი პროცესი, რომელიც მშვიდობამდე მიგვიყვანს. ვფიქრობთ, რომ ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის მშვიდობა და დიპლომატია. იმედი გვაქვს, თქვენ წაახალისებთ ყველა აქტორს, რომ იმუშაონ მშვიდობისთვის. იქნებ საქართველოს თავადაც ჰქონდეს როლი ამ პროცესში, რადგან საქართველომ კარგად იცის რას ნიშნავს ომი რუსეთთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე.

ვფიქრობთ, საქართველოს შეუძლია, რომ შეასრულოს როლი. თუმცა, ეს როლი არ უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის ესკალაციას და გაფართოებას, არამედ – ამ ომის დიპლომატიური გზით დასრულებას. ამგვარად, საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება დიპლომატია. მაგალითად, საქართველოს შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობის კონფერენციას, რომელშიც ჩართული იქნება ომის ყველა მონაწილე მხარე. ეს მნიშვნელოვანი ფორუმია, რადგან მხოლოდ მშვიდობის კონფერენციით შეგვიძლია ვიხილოთ ამ ომის დასასრული”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები