“ქართული ოცნების” სამგორის რაიონის დელეგატი – ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართული ოცნების” სამგორის რაიონის დელეგატი – ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა, გააცნო ადგილობრივებს მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმა და პოლიტიკაში მისი მოსვლის მიზეზებიც.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შედგა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და იმაზეც, რომ გარე ძალების მხრიდან არის საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა. ამიტომაც, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 26 ოქტომბერს მოქალაქეები უნდა მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის განვითარებას, რასაც სწორედ „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, სამგორის რაიონის გამგებელი და “ქართული ოცნების” სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე, ასევე, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები