“[ლგბტ] პროპაგანდა ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა აღწევდეს” – ვოლსკი

“[ლგბტ] პროპაგანდა ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა აღწევდეს. ამის მცდელობა რასაკვირველია, იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.

ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც მან შეშფოთება გამოთქვა „ოჯახური ღირებულებებისა და არა სრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გამო.

„ყველა ადამიანის უფლება უნდა დაიცვას, პროპაგანდა სხვაა და ადამიანებისადმი მიმართული გარკვეული აქციები თუ კანონები – სხვა. პროპაგანდაზეა ლაპარაკი, რაც ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა აღწევდეს. ამის მცდელობა რასაკვირველია, იყო. ეს მარტო ცალმხრივი თემა არ არის, რომელიც მარტო თითქოს, საქართველოშია აქტუალური. რასაკვირველია, თვითმყოფადობა არის ერთ-ერთი საგანგებო ბოძი, რომელზეც დგას საქართველო და საქართველო დღემდე მოიტანა სწორედ ამ თვითმყოფადობის შენარჩუნებამ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ჯიმ ო’ ბრაიენი შეშფოთებას გამოთქვამს „ოჯახური ღირებულებებისა და არა სრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გამო და აცხადებს, რომ ამერიკა ყოველთვის ხმას აიმაღლებს ადამიანის უფლებების დასაცავად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები