ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილის საქმეზე: ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული გარკვეული სპეცოპერაციის ერთი პატარა დეტალი
მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სტომატოლოგმა მამუკა გოგიბერიძემ, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტეფექტში“ მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და კლინიკურად არ შეუფასებია.
„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული გარკვეული სპეცოპერაციის ერთი პატარა დეტალი. მართალია სტრასბურგის სასამართლოში დამარცხების შემდეგ მათ ყოველივე ეს უცბად უარყვეს და სააკაშვილი სწრაფად გამოჯანმრთელდა, მაგრამ ამ ტყუილის კულტივირება და მცდელობა, რომ ამით ქვეყანაში კვლავ ახალი, ცხელი წერტილი გააჩინონ, რა თქმა უნდა გრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.