ქუთაისში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა

ქუთაისში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.

“ქალაქის საჯარო სკოლების 78 გამორჩეულ პედაგოგს ჯილდო გადასცეს: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დღესვე, “ღვაწლმოსილი ქუთაისელის” წოდება მიენიჭა 5 პედაგოგს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებიან მომავალი თაობის სწავლა-აღზრდის საქმეს. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება ქუთაისის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება, მასწავლებელთა შრომისა და ღვაწლის პატივისცემისა და მხარდაჭერის მიზნით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები