ირაკლი ქადაგიშვილი: კანონი არცერთი ადამიანის უფლებას არ ზღუდავს, ჩვენ ვიცავთ მოზარდ თაობას, ახალგაზრდობას, ოჯახის უფლებებს 

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონი ადამიანების უფლებებს არ ზღუდავს.

“კანონი არცერთი ადამიანის უფლებას არ ზღუდავს. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ საქართველომ 2014 წელს, ამ ხელისუფლების პირობებში მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რითაც ყველა ადამიანის უფლება არის დაცული. მათ შორის, განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისაც. აქედან გამომდინარე, აქ არანაირი დისკრიმინაცია არ არის. ჩვენ ვიცავთ მოზარდ თაობას, ახალგაზრდობას, ოჯახის უფლებებს. ვიტყვი იმასაც, რომ მაგალითად შეერთებული შტატების მთელ რიგ შტატებში არის სპეციალური კანონმდებლობები მიღებული, რომ დაცული იყოს ანალოგიურად მოზარდების, ბავშვების და ოჯახის უფლებები,”- აცხადებს პარლამენტის ქადაგიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები