,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულში N79 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ასევე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.

დელეგატის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები