„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს ლაგოდეხში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის ადმინისტრაციული თემის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის „ქართული ოცნების” ხედვებზე, არჩევნების მნიშვნელობასა და ამ პროცესში მათი ჩართულობის საჭიროებაზე. ამომრჩეველთან ერთად განიხილა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აღნიშნულ უბნებში მცხოვრებთ აწუხებთ. შეაჯამა თემის სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები