ანტონ ობოლაშვილი: ჩვენი სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი, სუვერენიტეტით გამყარებული და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, ასევე მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები. გააცნო „ქართული ოცნების“ გუნდის გეგმები.

„ჩვენი სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი, სუვერენიტეტით გამყარებული და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ. ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ! ჩვენი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!
გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს,“- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები