„ქართული ოცნების“ დელეგატი ზაალ დუგლაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხაშურის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, სოფლების: დიდი ბეკამის, ბიჯნისის, ასევე, სურამის უბნების – ბუღაურას, გვერდისუბნის, ბაიანთხევის, სპორტის ქუჩის და სურამის მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე უბნების მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მოქალაქეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს დაბა სურამში დაგეგმილი ორი პროექტის სურამის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციისა და სურამში, ყოფილი კინოთეატრის შენობაში მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობის შესახებ, რომელიც მერის წარმომადგენლის ოფისს, ბიბლიოთეკას და სამუსიკო სკოლას გააერთიანებს. ამომრჩეველთან შეხვედრისას ზაალ დუგლაძემ შეაჯამა განხორციელებული პროექტები და ისაუბრა არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე.

მისი თქმით, რეაბილიტირებული კულტურის სახლი, დაბის კულტურული ცხოვრებისთვის ახალი სიცოცხლის სულისჩამდგმელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები