“ნაცმოძრაობა” და სალომე ზურაბიშვილი  დგანან ლგბტ პროპაგანდის მხარეს” – მდინარაძე

„შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომლის მხარდაჭერაზე კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” და ხელმოწერაზე – სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვეს! ისინი დგანან ლგბტ პროპაგანდის მხარეს. დასკვნაც არ სჭირდება. ეს უბრალოდ ფაქტია!”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“26 ოქტომბერს ხალხი დაგვავალებს, რომ იგივე ჩაიწეროს კონსტიტუციაშიც, რათა ვეღარავინ შეძლოს მისი შეცვლა”.

“მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ!“, – წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს ხელი დღეს მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები