ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ოქტომბერში, ერთა ლიგის B დივიზიონის ფარგლებში გასამართი 2 შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
შემადგენლობა ასეთია:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი),
თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი).
11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთში უკრაინას შეხვდება, 14 ოქტომბერს კი საკუთარ მოედანზე ალბანეთს უმასპინძლებს.
2 ტურის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი B დივიზიონის პირველ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს.