სამთავროს დედათა მონასტერში პატრიარქის ძმის სულის მოსახსენიებლად წირვა მიმდინარეობს

მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმის, ბერი გიორგის (ვიქტორ შიოლაშვილის) სულის მოსახსენიებლად წირვა მიმდინარეობს. მონასტერში სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის მიბრძანებას ელოდებიან.
სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში წირვას ტაძრის მღვდელმსახურები ასრულებენ.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია იცავს, ხოლო მონასტერში შესვლელად მოქალაქეები სპეციალურ შემოწმებას გადიან.
პატრიარქის უფროსი ძმა 14:00 სთ-ზე, სამთავროს მონასტრის ეზოში დაიკრძალება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძმა, ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) 30 სექტემბერს გარდაიცვალა. ის 1970 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქთან მსახურებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები