2 სექტემბერი

09:15
არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ეკონომიკურ მედია სკოლას ჟურნალისტების მეორე ნაკადისთვის გახსნის. მისამართი: ტატიშვილის ქ. №3-5 საკონტაქტო პირი: მარიამ აფრიდონიძე 577 327 317
11:00
ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმს, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრებიან. მისამართი: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N51
11:00
„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში“ ხუთი ახალი გადამამუშავებელი საწარმოს დაფინანსების შესახებ პრესკომფერენცია გაიმართება. მისამართი: ს.ახმეტელის ქ.10 ა საკონტაქტო პირი:სოფიო მდინარაძე 577 58 50 58
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „პიკასოს კლუბის“ დამფუძნებლები „თავისუფალი თაობისა“ და ლადო სადღობელაშვილის წინააღმდეგ სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ.
11:00
კულტურის სამინისტროში ანიმაციური ფილმების მე–6 საერთაშორისო ფესტივალის „თოფუზის“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც 6-11 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარის რეგიონში გაიმართება.

11:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღომელაშვილი, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დაპირისპირება „თავისუფალ ზონასთან“. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
“შერატონ ბათუმში” სემინარი გაიმართება. თემა: “ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების/DCFTA-ს პერსპექტივები – სატარიფო და არასატარიფო ბარიერები ევროკავშირთან ვაჭრობაში”.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჟურნალისტ ზაზა დავითაიაზე თავდასხმის ფაქტზე, დავოსის ფორუმზე და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
სასტუმრო „ვერე პალასში“, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ, აჭარაში ქონებაჩამორთმეულთა საქმეზე, სკანდალური კვლევის პრეზინტაციას და საექსპერტო საზოგადოებასთან ერთად, სადისკუსიო მაგიდას გამართავს. მისამართი: ქუჩიშვილის ქ. #22/24 საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44

12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ავსტრიის რესპუბლიკის განათლებისა და ქალთა საკითხების ფედერალური სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰანსპეტერ ჰუბერი, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელს მოაწერენ. მისამართი: უზნაძის 52
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში სახალხო დარბაზის წევრები გოდერძი ოთარაშვილი და თინათინ დობრაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: „ნაციონალური მოძრაობის“ და თავისუფალი ზონის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ზაზა დავითაიაზე თავდასხმის ფაქტი, მიმდინარე პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში “ახალი მემერჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ძალადობა და დაპირისპირება; საარჩევნო კოდექსი და ხელისუფლების პასიურობა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
უზენაეს სასამართლოში, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ჟურნალის “მართლმსაჯულება და კანონი” 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გახსნის.

12:00
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: ქუთაისი, დარბაზი №303
12:00
ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს შოთა რეხვიაშვილს შეხვდება და ნაძალადევის რაიონში დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე ისაუბრებს. მისამართი: ნაძალადევის გამგეობა, დ.გურამიშვილის გამზირი, მე-16 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც კომისიის წევრები შპს “ა.ს. ჯგუფი 1990-ის” წარმომადგენლებს შეხვდებიან.
12:30
“პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “პიკასოს კლუბი” პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პასუხი ალექსანდრე ჭიკაიძის ალიასთან მიცემულ ინტერვიუზე და “თავისული ზონის” გარშემო განვითარებული მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ჟურნალისტ ზაზა დავითაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრიფინგს გამართავს.
13:00
“პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ”იწილო – ბიწილო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის სასწრაფოდ უნდა დასრულდეს”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, ჟურნალისტ ზაზა დავითაიაზე თავდასხმის ფაქტზე, დავოსის ფორუმსა და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
13:00
„ქორთიარდ მარიოტში“ თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება.
13:00
თბილისში, პარლამენტის წინ, პოლიტიკური გაერთიანება “რეფორმატორების” ორგანიზებით, აქცია გაიმართება. თემა: “შევახსენოთ მთავრობას დაპირებები”.

13:30
დედაენის ბაღში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. სოლიდარობა გაბრიელს.
14:00
სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროს ძმას, ბერ გიორგის (ვიქტორ შიოლაშვილი) დაკრძალავენ.
14:30
“თავისუფალი ზონის” ოფისთან, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული იდეის” წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ.
15:00
“თავისუფალი ზონის” ოფისის წინ, “ასავალ – დასავალის” ჟურნალისტების ინიციატივით აქცია გაიმართება.
18:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ღია ლექციას გამართავს. თემა: „პოლიტიკური იდეოლოგიები და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ტრანსფორმაცია საქართველოში.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები