“მადლობა პრემიერ-მინისტრს და მთელ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის” – ალექსანდრე წულაძე
“განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი”, – ამის შესახებ განათლების ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ განაცხადა.
წულაძემ გამოცხადებული ნდობისთვის ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი გუნდის წევრი, თანამებრძოლი. ასევე, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს მისი საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოჰკიდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელებას. მოგეხსენებათ, განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ, უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, – აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.
ცნობისთვის, გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა.