საქართველო პენსიონერთა საცხოვრებლად კომფორტულ ქვეყნად დასახელდა

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „lpAge International“-მა გაეროს მხარდაჭერით პენსიონერებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. TOP-ათეულში ძირითადად დასავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები შევიდნენ: 1.ნორვეგია, 2. შვედეთი, 3. შვეიცარია, 4. კანადა, 5. გერმანია, 6. ნიდერლანდები, 7. ისლანდია, 8. აშშ, 9. იაპონია, 10. ახალი ზელანდია. ოცეულში ორი ახალი წევრია 18. ესტონეთი და 20. ისრაელი. ტერიტორიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყნების წარმომადგენლობა რეიტინგში ასეთია: 30.მექსიკა, 48. ჩინეთი, 58.ბრაზილია, 69. ინდოეთი, 71. ინდონეზია, 80. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 85. ნიგერია. ჩვენი მეზობელი ქვეყნების მდგომარეობა ამ რეიტინგში ასეთია: 40. სომხეთი, 65. რუსეთი, 77. თურქეთი ( აზერბაიჯანი რეიტინგში არ შესულა). პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საუკეთესო შედეგი ესტონეთს აქვს, რომელიც მე-18 ადგილზეა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მეორე ადგილი და ზოგადად რეიტინგში საპატიო 28-ე ადგილი საქართველომ დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები