პრემიერმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, წულაძე აქამდე განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა.