საგარეო უწყება: ისრაელში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა

ისრაელში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„ისრაელში საქართველოს დაჭრილი მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილზეა კონსული“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. როგორც ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ გასროლილი 180 რაკეტიდან მათ დიდი რაოდენობის შეჩერება შეძლეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენებია ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები