“სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, დეკლარირებულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან”  – წილოსანი

“სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, დეკლარირებულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.

მისი თქმით, ზურაბიშვილი “თავნებურად აგრძელებს ანტიქართული პროპაგანდის განხორციელებას უცხოური ვიზიტების დროს”.

„იმ პირობებში, როდესაც რიგ უცხოურ ძალებს აწყობს, რომ ამ ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაიცვას ჩვენი სახელმწიფოებრიობა, არამედ მათი გავლენის აგენტები მსახურებდნენ აქ, რა თქმა უნდა, ამ უცხოური ძალებისთვის სალომე ზურაბიშვილის ეს თავნებობა და არაკონსტიტუციურობა ძალიან ხელსაყრელი მოცემულობაა“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები