„ლელო“ და თაღლითობა იმდენად ასოცირდება ბევრ შემთხვევაში, რომ რაღაც რეკლამაზე კონკრეტული ტექსტის ნაკლებობა არავის უნდა გაუკვირდეს” – მათიკაშვილი

„ლელო“ და თაღლითობა იმდენად ასოცირდება ბევრ შემთხვევაში, რომ რაღაც რეკლამაზე კონკრეტული ტექსტის ნაკლებობა არავის უნდა გაუკვირდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, “ხაზარაძესთან მიმართებით ეს მანიპულაციები მუდმივად მოსდევს ამ პოლიტიკურ მოძრაობას”.

“დანარჩენი ყველა ვალდებულია შეასრულოს კანონი და კანონის მოთხოვნები და თუ რამეს ითხოვს კანონი ის უნდა იყოს შესრულებული, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს შესაბამისი ინსტანცია, რომელიც წინასაარჩევნო პროცესის კანონიერებაზე ზედამხედველობს და მის მიერ გამოყენებული სანქცია არავის უნდა გაუკვირდეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ცნობისთვის, “ლელოს“ რეკლამების ნაწილი „ფეისბუქმა“ შეაჩერა, ავტორიზების გარეშე პოლიტიკური შინაარსის პოსტების დარეკლამების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები