“15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, გაზრდილია გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაც ” – გიორგი ბახტურიძე

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ამასთან გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაც გაზრდილია.

ამის შესახებ ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულს, 2024 წელს ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები აჩვენებს.

“ევროპის რეგიონის მასშტაბით პერიოდულად 15-16 წლის მოზარდებში ალკოჰოლის და სხვა ნარკოტიკების მოხმარების შესახებ კვლევა ტარდება. კარგა ხანია, საქართველო ამ კვლევის ნაწილია. ბოლოს, ის 2019 წელს ჩატარდა, ახლა კი 2024 წლის აპრილში სავალე სამუშაოები იყო, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოკითხვა ჩატარდა. ახლა წინასწარი შედეგები გვაქვს. წინასწარი შედეგებითაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ეს განსაკუთრებით ახალ პროდუქტებს ეხება. რაც შეეხება ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებას – აქ კლება გვაქვს. თუ 2015 წელს მოხმარების მაჩვენებელი 18 % იყო, ახლა 11 %-ია. ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა რა კუთხითაც გვაქვს ეს ელექტრონული სიგარეტები, ე.წ. ,,ვეიპებია”. ამ ასაკობრივ ჯგუფში ელექტრონული სიგარეტების მოხმარება დაახლოებით 15 %-ია. ეს საკამოდ მაღალი მაჩვენებელია. თუ 2015 წელს შევადარებთ, მაშინ 7 % იყო. ანუ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ორჯერ უფრო მეტადაა გაზრდილი, რასაც ვვარაუდობდით იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროდუქტებთან მიმართებით, საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს. ამ პრობლემას მშობლებიც კი მსუბუქად უყურებენ, ჰგონიათ, რომ მხოლოდ არომატიზატორებითაა გაჯერებული, თითქოს, ახალგაზრდებს არანაირ ხიფათს არ მოუტანს. არცერთი ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არაა, სერიოზული პრობლემების შემქმენლია.
რაც შეეხება გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებს: მისი მოხმარება თუ 8 % იყო, ახლა 11-12 %-ია. ერთი მხრივ სერიოზული კლებაა ჩვეულებრივ სიგარეტთან მიმართებით, მაგრამ გვაქვს მზარდი ტენდენცია ახალ პროდუქტებთან, რასაც ხელი თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან უკანონო ქმდებებმა შეუწყო. 2018 წლიდან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის პოპულარიზაცია , სპონსორობა, რეკლამირება აკრძალულია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სავაჭრო ობიექტებში სოკოებივითაა მომრავლებული ელექტრონული სიგარეტების ნაირსახეობები, ასევე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები. ისინი ნებისმიერი მომხარებლისთვის ხშირად თვალხილულია. ეს პროდუქტები კვების პროდუქტებთან, ტკბილეულთან, სათამაშოებთან ერთადაა განთავსებული. ამ ფაქტებს ჩვენი მონიტორები მაქსიმალურად აფიქსირებენ და შემდგომ რეაგირებისთვის შემოსავლების სამსახურში გადადის. ეს დარღვევები საკმაოდ ხშირია. ეს ლეტალური პროდუქტი ასე ფართოდ ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს, მისთვის სპეციალიზებული მაღაზია უნდა იყოს, მხოლოდ მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა და არა ჩვენს ბავშვებს. გარდა ამისა, თამბაქოს ინდუსტრია რესურსებს ამ პროდუქტების უკანონო პოპულარიზაციაში დებს. ინტერნეტში , “ფეისბუქზე”, “ტიკ ტოკზე”, “ინსტაგრამზე” ხშირად ნახავთ , რომ ცნობადი სახეები ელექტრონულ სიგარეტს პოპულარიზაციას უწევენ. ეს მოწყვლად ჯგუფზე, როგორიცაა მოზარდები და ბავშვები, სერიოზულად მუშაობს. ამაში ისინი ანაზღაურებას იღებენ” – განაცხადა ბახტურიძემ.

მანვე განმარტა, რა ზიანი მოაქვს ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებს.

“ელემენტარული ქიმიური პროცესია პიროლიზი, როდესაც ესა თუ ის ნივთიერება 100 გრადუსზე ზემოთ ხურდება . ელექტრონულ სიგარეტში ნივთიერებები 110 გრადუსზე ზემოთ ხურდება. პიროლიზის პროცესის შედეგად იგივე გლიკოლი, გლიცერინი როგორც კი გახურდება კანცეროგენებად და ტოქსინებად გარდაიქმნება, ამას ემატება არომატიზატორები, რომლებიც ასევე მომწამვლელ ნივთიერებებად გარდაიქმნებიან. მათი ჩასუნთქვა, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ირგვლივმყოფი ადამიანებისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. მაგალითად, ისეთი საშინელი დაავადება, როგორცაა ემფიზემა, ეს პროგრესირებადი დაავადებაა, რომ წარმოვიდგინოთ, ისეა ფილტვი ნელ-ნელა რომ იწვებოდეს. რამდენიმე წელიწადში ლეტალურ შედეგამდე მივყვარათ. თუ ელექტრონულ სიგარეტში არის E ვიტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ერთობლიობა , ფილტვის ქსოვილების სწრაფი დაზიანება ხდება. ამ დაავადების კლასიფიკაცია 2019 წლიდან შემოვიდა, მანამდე არ იცოდნენ, რა იყო, მას “ევალი” დაარქვეს. ეს ელექტრონული სიგარეტისგან და “ვეიპებისგან” გამოწვეული ფილტვის დაზიანება. ამ დაავადების შედეგად აშშ-ში ასეულობით ახალგაზრდ დაიღუპა, ახლა მასობრივი სახე ევროპაში აქვს, რუსეთშიც შევიდა, ეჭვი გვაქვს, რომ შემთხვევები საქართველოშიცაა, უბრალოდ დაფიქსირებული არაა. ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ელექტრონული სიგარეტი ნიკოტინის მაღალი კონცენტრაციითაა, ანუ სერიოზულ მიჯაჭვულობას იწვევს. თუ ადამიანი ჩვეულებრივ სიგარეტს გარკვეული პერიოდულობით ეწევა, მაგალითად, საათში ერთხელ, ელექტრონული სიგარეტი სულ ხელში აქვს, ათჯერ , ოცჯერ, ხშირად ხდება მოხმარება, ანუ ნიკოტინის და ქიმიური ნივთირებების მიღება დიდი რაოდენობით, უძლიერეს მიჯაჭვულობას იწვევს. ამის დაძლევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ეს კვლევა სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჩვენ უკვე ბავშვებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებით ეპიდემია გვაქვს .
ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მისთვის პირველი რიგის ამოცანა ჩვენი ბავშვების ამ დამოკიდებულებებისგან (ალკოჰოლზე , თამბაქოზე, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებები) მაქსიმალური გათავისუფლება უნდა იყოს. ამაზე ჩვენი შეხედულებები გვაქვს და ხელისუფალთან კომუნიკაცია გვექნება.
რაც შეეხება გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებს: აქაც მოარული აზრია, თითქოს, ის ნაკლები ზიანის მომტანია. აქაც ნიკოტინია კონცეტრირებულია. მწარმოებელმა “ფილიპ მორისმა” 52 ქიმიური ნივთირების შესახებ ინფორმაცია დამალა. აქედან 22 თამბაქოს კვამლში არსებული ტოქსინების და კანცეროგენის კონცენტრაციას 2-ჯერ აღემატება , 7 მათგანი კი 10-ჯერ . უკვე უამრავი კველვა არსებობს, აღმოჩნდა, რომ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი უფრო სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს , მათ შორის ფილტვის კიბოს შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე სხვა შემთხვევაში. მალევე ხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მწვავე შემთხვევების დაფიქსირება იმ ადამიანებში, რომლებიც გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებს, ე.წ. აიქოსს მოიხმარენ”, – განაცხადა ბახტურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები