გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინის 200 000 დოზა ქვეყანაში 15 ოქტომბრამდე შემოვა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრის გაკეთება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

“ჩვენთან გრიპის სეზონი იწყება ნოემბრის ბოლოდან და გრძელდება მაისამდე, ამიტომ აცრის საუკეთესო დროა ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის პირველი ნახევარი”, – განაცხადა იმნაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები