იენს სტოლტენბერგი – პუტინის მუქარამ NATO-ს მხრიდან უკრაინისთვის დახმარება არ უნდა შეაფერხოს

რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერაში ხელი არ უნდა შეუშალოს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენ წინდაუხედავი რუსული ბირთვული რიტორიკის მაგალითები გვინახავს და ეს ამის მაგალითია. ყოველთვის, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა ახალი ტიპის იარაღებით გავაძლიერეთ – ტანკებით, შორ მანძილზე მოქმედი იარაღით თუ F-16-ებით, რუსები ჩვენთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. მათ ეს არ გამოუვიდათ და ამ უკანასკნელმა მაგალითმა ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერაში ხელი არ უნდა შეუშალოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იტოვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთსა და ბელარუსს „კრიტიკული საფრთხე“ მოწინააღმდეგის მიერ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებითაც შეექმნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები