პუტინი – სამხედრო ოპერაციის ყველა დაგეგმილი მიზანი მიღწეული იქნება

დასავლეთის ელიტებმა უკრაინა თავიანთ კოლონიად აქციეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი 2014 წლის შემდეგ სისტემატურად ნერგავდნენ სიძულვილს და რადიკალურ ნაციონალიზმს და ყველაფერი რუსულის მიმართ მტრობას აღძრავდნენ.

გარდა ამისა, პუტინის მტკიცებით, დასავლური ელიტები დაკავებულნი იყვნენ იარაღის მიწოდებით, დაქირავებული ჯარისკაცების და მრჩევლების გაგზავნით იმისთვის, რომ უკრაინის არმია ახალი ომისთვის მოემზადებინათ და მათი სამიზნე არა მხოლოდ დონბასი, არამედ ყირიმი და რუსეთის სხვა რეგიონებიც იყო.

პუტინის მტკიცებით, მოსკოვი ცდილობდა, უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის მიეღწია.

„იცით, როგორ დასრულდა ეს მოლაპარაკებები: ტყუილი, გაყალბება და მოტყუება დასავლური ელიტის მხრიდან, რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში უკრაინა თავიანთ კოლონიად, რუსეთისკენ მიმართული სამხედრო პლაცდარმად აქციეს“, – აღნიშნა პუტინმა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, სიმართლე რუსეთის მხარესაა და უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა დაგეგმილი მიზანი მიღწეული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები