“თუ ვინმე ეჭვს შეიტანს არჩევნებში, ეს იქნება პირდაპირ ოპოზიციის აქტივი, რომელიც ყოველთვის გამოვა ქუჩაში, როდესაც დაუძახებენ” – ბიძინა გიორგობიანი

„ქართული ოცნება“, რომელსაც ძალიან სწორად და კარგად მიჰყავს საქართველო ამ აღელვებულ მსოფლიო ოკეანეში, მიიღებს ხმების ისეთ რაოდენობას, რომელშიც ეჭვს ვერ შეიტანს ობიექტური დამკვირვებელი და ის ვინც სუბიექტურია, მასაც გაუჭირდება თქვას, რომ გაყალბდა რაღაც კონკრეტული პროცენტი, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„თუ ვინმე ეჭვს შეიტანს არჩევნებში, ეს იქნება პირდაპირ ოპოზიციის აქტივი, რომელიც ყოველთვის გამოვა ქუჩაში, როდესაც დაუძახებენ.

იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული სახელმწიფოები იტყვიან, რომ დარღვევებით ჩატარდა არჩევნები და არასწორი მიდგომით იხელმძღვანელებენ, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები პირველივე დღიდან აღნიშნავენ საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს ჩატარებული არჩევნების შესახებ და ხელს შეუწყობენ ჩვენთან ერთად საქართველოში სტაბილურობის დაცვას და მის განვითარებას,“ – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები