ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
ტყიბულის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე 23 საცხოვრებელ სახლს, მათ შორის 15 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავები გადახადა.
“ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, სტიქიის ადგილზე პირადად იმყოფებოდა და შესაბამის სამსახურთან ერთად გაეცნო არსებულ ვითარებას.
მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. მიმდინარეობს ლოკალური სამუშაოები დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, პარალელურად, დაუყოვნებლივ დაიწყება სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
ძლიერი ქარი ტყიბულში ამ დრომდე გრძელდება”,- წერია ინფორმაციაში.