ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რეინტეგრაციის საკითხში ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ მშვიდობიან მოწესრიგებაზე გადის

“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რეინტეგრაციის საკითხში ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ მშვიდობიან მოწესრიგებაზე გადის”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი სერგეი ლავროვის განცხადებას.

მისივე თქმით, პროცესს შედეგი აუცილებლად ექნება.

„ეს პროცესი უნდა განვავითაროთ, ეს პოზიცია ყველგან უნდა დავიცვათ და ამას აუცილებლად ექნება შედეგი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები