გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის განცხადებები მოვისმინე ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით და პირდაპირ „საოცრებაა“

“ოპოზიციის განცხადებები მოვისმინე ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით და პირდაპირ „საოცრებაა“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„რუსეთს ტერიტორიების 20% ჩააბარეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გაძლიერებულიყვნენ სამხრეთ კავკასიაში და კიდევ უამრავი ნაბიჯი რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით გადადგეს და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ლავროვის განცხადებაზე უნდა გავაკეთოთ ორიენტირი. ლავროვი რა საკვირველია ეგრე იტყვის, მაგრამ თვითონ ფაქტი იმისა, რომ ჩვენ რუსეთი ხელს არ შეგვიშლის პირდაპირი ურთიერთობა გვქონდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, რა საკვირველია ეს არ არის ცუდი მესიჯი. მთავარია როგორ გამოიყენებ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები