სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ,,ნიკოობა” აღინიშნა

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმმა სტუმრებს დღეს, 28 სექტემბერს უმასპინძლა.

ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 181 წელი წელს “სამტრედიობა 2024″-ის ფარგლებში იზეიმეს. სახალხო დღესასწაულს დიდ ჯიხაიშში, სტუმრებთან ერთად, ადგილობრივები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუზეუმის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. გაიმართა დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კონფერენცია, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე – ,,ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივი მოღვაწეობა”.

ნიკოლაძეების მამულში სოფლის მკვიდრის, მხატვარ გიორგი მეშველიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც ტრადიციულად თემატური ნამუშევრები წარმოადგინა და დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. დღესვე ადგილობრივმა პოეტმა, ნანა ჩიკვილაძემ ნიკოსეული ნივთი – მტრედის ფორმის სასანთლე უსახსოვრა მუზეუმს.

ნიკოობის დღესასწაულზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარდგა დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ,,აისი”.

გაიმართა მუსიკალური გაერთიანება ,,კლასიკური ჰანგების„ კონცერტი – ანა ლომიაშვილმა, ირინა ვაშაკიძემ დავით პეტრიაშვილმა, ირაკლი აბაშიძემ, ვიქტორია სურმავამ, ია სილაგავამ, მარიანა კირაკოზოვმა წარმოადგინეს ქართული და ევროპული კლასიკური რომანსი და კინომუსიკა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები