ზესტაფონში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ პირთა მემორიალი, რომელიც დაბა შორაპანში მდებარეობს, მუნიციპალიტეტის მერმა ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს. მემორიალთან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მარგვეთის ეპარქიის სასულიერო პირმა მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

“სოხუმის დაცემის დღეს, ტრადიციულად შევიკრიბეთ დაბა შორაპანში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. მომავალი თაობისთვის, რომელთაც უახლესი ისტორიის უმძიმესი პერიოდი, მხოლოდ გადმოცემით იციან, ეს იქნება მაგალითი იმისა, რომ ჩვენი გმირების სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას”, – აღნიშნავს ვასილ გველესიანი.

სოხუმის დაცემის 31 წლისთავზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოს შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები