ლანჩხუთის მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

” 31 წელი გავიდა სოხუმის დაცემის დღიდან. 27 სექტემბერი უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღეა. მშვიდობიან, ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ. ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს გილოცავთ. ჯვრის ძალა და მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას! -აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.

პერფორმანსი მოეწყო მესამე საჯარო სკოლასა და კულტურის ცენტრში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ომში დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.

ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები