“ქართული ოცნების” დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს დუშეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატნის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ხუნდაძემ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნლეობაზე გაამახვილა ყურადღება. დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე, ასევე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„როგორც ყველა შეხვედრაზე, აქაც გამოიკვეთა მთავარი მოთხოვნა, უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება!“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – მაცაცო ნარიმანიძე , მერის მოადგილე – ოთო ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – კახა ჩიტაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები