პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციულ თემში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე განხორციელდა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მოეწყო სპორტული მოედნები, მოსასვენებელი სკვერები, მოწესრიგდა წყლის და გზების ინფრასტრუქტურა. მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც შემდეგი ეტაპის განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში აუცილებლად გაითვალისწინებს მმართველი გუნდი.

ვარდისუბნის ადმინისტრაციულ თემში მოსახლეობასთან შეხვედრები პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები