,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტში სპორტსმენებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულელ სპორტსმენებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა ხელისუფლების მიერ სპორტის განვითარებისათვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები განიხილა, ასევე ისაუბრა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბოლოდროინდელი მიღწევების შესახებ.ასევე, ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები