ჩხოროწყუში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილეებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ქალაქ ჩხოროწყუში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

დათო გოგუამ სიტყვით მიმართა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას და ისაუბრა 27 სექტემბერზე, როგორც უმძიმეს და ტრაგიკულ მოვლენაზე ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.

მემორიალთან გამართულ სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღიდან 31 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები