„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავს

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით დარჩია, სოფელ ბოხვაურის და შემოქმედის მოსახლეობას შეხვდნენ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ მოქალაქეთა საჭიროებებს, ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„ ჩვენს თანამოქალაქეებთან ვისაუბრეთ მშვიდობის და უსაფრთხოების როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ოზურგეთში ჩვენი ხელისუფლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე. 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ! მადლობას ვუხდი მოსახლეობას მხარდაჭერისთვის! მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მერის მოადგილე და პარტიის გურიის რეგიონული კოორდინატორი გიორგი ღურჯუმელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები