WSJ: ზელენსკის გამარჯვების გეგმამ ბაიდენის ადმინისტრაციაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ შედგენილი რუსეთზე გამარჯვების გეგმა ყოვლისმომცველ სტრატეგიას არ შეიცავს,- ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ბაიდენის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ზელენსკის გეგმა საბრძოლო მასალის უფრო მეტი რაოდენობით მიწოდებისა და შორი მანძილზე მოქმედ შეიარაღებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნაა და მეტი არაფერი.

„მე არ ვარ მოხიბლული, მასში არაფერია განსაკუთრებული“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

The Wall Street Journal-ის მტკიცებით, ზელენსკის გეგმა კომპრომისს არ ითვალისწინებს, ხოლო დიპლომატიისა და პოლიტიკისადმი მიძღვნილ ნაწილში არ არის მოყვანილი დეტალები.

ზელენსკი დღეს აპირებს, რომ გეგმა ბაიდენს პირადად გააცნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები